LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი ყველასთვის აუცილებელი იყოს

124
1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვაქცინის ე.წ. “ბუსტერ დოზის” აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ვაქცინის გამაძლიერებელი, მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შესაბამისი რეკომენდაციით ისინი საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ:

“ვირუსის შემთხვევების რაოდენობა რომ არ გაიზარდოს და “ომიკრონმა” ეპიდსიტუაცია არ გააუარესოს, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა აცრების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდა. ასევე, მთავარია აქტიური ბუსტერიზაცია.

ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს მესამე აცრა, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც ორჯერ არის აცრილი”, – თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინების შემთხვევაში, ბუსტერ დოზის მიღების ვადა შემცირდეს:

“ალბათ იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭოს წინაშე დადგება საკითხი, რომ “ფაიზერზეც” და “ასტრაზენეკაზეც” ბუსტერის პერიოდი 5 თვიდან ჩამოიწიოს უფრო დაბლა, რადგან “ომიკრონთან” ბრძოლისას ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ზოგ ადგილას უკვე აღარ ითხოვენ, ყურადღება მოდუნდა, გამკაცრება გვჭირდება – გამყრელიძე „მწვანე პასპორტზე“

„ომიკრონის“ დაფიქსირების გამო, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ველოდები: ამირან გამყრელიძე

თუ მეტყვით, რომ მე უნდა ვაგო პასუხი და გამყრელიძე თუ არ იქნება, საქართველოში კორონა გაქრება, ხვალვე წავალ: ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g