LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძის თქმით, სპეციალური ჯგუფებისთვის გრიპზე უფასოდ ვაქცინაცია დაიწყო – ნახეთ, ვის შეუძლია აცრა

89
სფგჰ

გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამისთვის სულ ნაყიდია 200 ათასი დოზა ვაქცინა.

გამყრელიძემ კონკრეტულ რისკ-ჯგუფებში შემავალ მოსახლეობას გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ დავიწყოთ გრიპზე აცრა, ვისაც ეკუთნის სახელმწიფოს მიერ შესყიდული 200 000 ვაქცინა“, — მიმართა გამყრელიძემ მოსახლეობას.

მისივე თქმით, ვაქცინა განკუთვნილია შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • ორსული ქალბატონები,
  • დიალიზზე მყოფი პირები,
  • შაქრის დიაბეტით დაავადებული მოქალაქეები,
  • მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები,
  • საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები,
  • C ჰეპატიტის მქონე ადამიანები,
  • აივ ინფექციის მქონე პირები,
  • 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები,
  • პედაგოგები,
  • ორგანოგადანერგილები,
  • ჯანდაცვის პერსონალი,
  • ვეტერინარები და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.

„ამ ეტაპზე, ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ჯგუფს, ბრძანების მიხედვით, შეუძლიათ პოლიკლინიკებში, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც გრიპზე იცრებიან, მივიდნენ და აიცრან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სხვა პირებს, მათ ვაქცინა კერძო კლინიკებსა და ამცელ პუნქტებში უნდა მოიძიონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამჟამად, გრიპზე 2 000-მდე პირი არის აცრილი.

“პირველი 43 000 დოზა უკვე შემოვიდა და კვირას შემდეგი 60 000-ს ჩამოიტანენ. დანარჩენი 100 000 დოზაც მალე გვექნება, რიცხვები დაზუსტებული გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g