LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული ასორტიმენტი, გემო და დიზაინი: ბარამბოს ნაყინის სეზონი დაიწყო

1701

კომპანია „ბარამბო“ ნაყინის სეზონს სიახლეებით ხვდება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს გაიზარდა ნაყინის ასორტიმენტი, განახლდა გემო და დიზაინი.

”წლის ერთ-ერთი გემრიელი სიახლეა ბარამბოს ნაყინის ტორტი – ჩიტის რძე, მის გალღობას მაცივრიდან გამოღების შემდეგ 5 წუთი დაელოდეთ და უგემრიელესი მუსისებრი შიგთავსი გაგაოცებთ. გაფართოვდა დიდი კონუსის სახეობაც, დაემატა ბანანის და მარწყვის ნაყინი ხრაშუნა ვაფლში. საოჯახო სახის 1000 მლ-იანი სამი შოკოლადის გემოს ტანდემი კი ”ბარამბო ექსპორტის” ბრენდის ქვეშ აწარმოა კომპანიამ – ექსპორტის ნაყინის ტორტს კი შოკოლადი-ალუბლით დაემატა. ამასთან, ”ბარამბოს” ესკიმოს მოყვარულებს ექნებათ შესაძებლობა, დააგემოვნონ ახალი ესკიმო ვანილი-რძიანი მინანქრით და ხრაშუნებით, ხოლო ჭიქის ნაყინში გვხვდება ფრანგული ვანილი კარამელის ტოპინგით”, – აცხადებენ ”ბარამბოში”.

მათივე ინფორმაციით, წელსვე ”ბარამბოს” ნაყინის წარმოების მიმართულებით ახალი ხაზი შევიდა ექსპლუატაციაში 900 მლ-იანი ვანილი, ვანილი-შოკოლადის მიქსი და ვანილი მარწყვი მარწყვის ტოპინგით. მრავალწევრიანი ოჯახისთვის კი სიახლეა 5000 მლ-იანი შოკოლადი-ვანილი-ბისკოტინო, მოცხარი-პანაკოტა-ჟოლო და ბანანი-ფეიხოა-მარწყვი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g