LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Infiniti Q50 ავტოპილოტის ფუნქციით აღიჭურვა

48

კომპანია Infiniti-მ განაახლა სედანი Q50. აღსანიშნავია, რომ განახლებული მოდელი აღჭურვილია ავტონომიური მართვის შესაძლებლობით. მოდელის მოდიფიცირებული ვერსია მარტის პირველ ნახევარში, ჟენევის ავტოსალონზე გამოჩნდება.

Infiniti-ს ახალი მოდელის ავტოპილოტის სისტემას სახელად – ProPILOT ჰქვია. აღნიშნული სისტემა, თავდაპირველად მინივენ Nissan Serena-ში გამოჩნდა. სისტემა მუშაობს კამერის ხარჯზე, რომელიც მის წინ გზის გასწვრივ მდებარე ობიექტებს და მიმართულებებს ციფრული სიგნალის სახით აწვდის სისტემას.

სისტემა მუშაობს 30-დან 100 კმ/სთ სიჩქარით. რაც შეეხება მოდელის ტექნიკურ აღჭურვილობას, ევროპის ბაზრისთვის, წარმოდგენილი მოდელი აღჭურვილი 211 ცხენის ძალის სიმძლავრითა და სამ ლიტრიანი ტევადობის აგრეგატით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები