LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Mercedes-Benz E-Class W213 პაპარაცებმა გამოიჭირეს

57

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები მაქსიმალურად ცდილობნდნენ დაემალათ განახლებული ავტომობილი, პაპარაცებმა შეძლეს და შეუნიღბავი მოდელი ფირზე აღბეჭდეს. საუბარია Mercedes-Benz E-Class W213 ”კუზაოზე”, რომელიც საავტომობილო ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდება.

სოც-ქსელში ამ დრომდე გამოქვეყნებულ სურათებში ნაკლებად შეეძლო მომხმარებელს დაენახა განახლებები, თუ არ ჩავთვლით სალონის ფოტოებს, რომელიც თავად კომპანიის ოფიციალურ საიტზე იქნა გამოქვეყნებული.

დღეს კი, გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა სადაც ავტომობილი შეუნიღბავად არის დაფიქსირებული კომპანიის ერთ-ერთი ქარხნის პარკინგზე. თუმცა, განახლებული მოდელის უკანა მხარე, კვლავაც გამოცანად რჩება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2016 წლის დეტროიტის ავტოშოუზე ავტომობილი პირველ ოფიციალურ შეხვედრას ”გამართავს” მომხმარებელთან. განახლებულ E-Class W213-ს ევროპისა და ამერიკის ბაზარზე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები