LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული მეტროსადგური “ვარკეთილი” გაიხსნა

61

თბილისში კიდევ ერთი მეტროსადგური “ვარკეთილი” განახლდა. რეაბილიტირებული სადგური თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.

პროექტის ფარგლებში ”ვარკეთილში” განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო.

სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები, ტურნიკეტები და მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წელს დაიწყო მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში განახლდა სადგური ”ახმეტელის თეატრი”, მეტრო ”ავლაბარს” კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

”ვარკეთილის” სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ, მერიის მხარდაჭერით  2016 წლიდან დაიწყო მეტროს სადგურების განახლების პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე განახლდა „ახმეტელის თეატრის“ სადგური.  სადგურ „ავლაბარს“  კი ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში კიდევ ოთხი მეტროსადგურის განახლება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები