LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული „შერატონი” გახსნისთვის ემზადება (იხილეთ ფოტოები)

465
20257965_1416451005114112_1460292225151508319_n

4 წლიანი რენოვაციის შემდეგ, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” გახსნისთვის ემზადება. საქართველოში პირველი საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო პირველ სტუმარს 2019 წლის 1 მარტს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია სასტუმროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სასტუმრო სტუმრებს თანამედროვე დიზაინის 220 ოთახს, 2000 კვადრატულ მეტრ მრავალფუნქციური შეხვედრების სივრცეებს, ბარებს, რესტორნებს, სპასა და ფიტნეს-ცენტრს დაახვედრებს. ამასთან, სასტუმროში განთავსებულია ყველაზე დიდი წვეულებათა დარბაზი.

შეგახსენებთ, სასტუმრო რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა, გახსნის თარიღი კი რამდენჯერმე შეიცვალა (გახსნის თარიღად ჯერ 2016 წელი, შემდეგ კი, 2017 წელი დასახელდა). პროექტის ღირებულება 45 -დან 51 მილიონ დოლარამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g