LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებულმა Nissan Sentra-მ ძრავა შეინარჩუნა, თუმცა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა

103
განახლებულმა Nissan Sentra-მ ძრავა შეინარჩუნა, თუმცა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა

სედანმა Nissan Sentra-მ განახლების შემდეგ მეტი ტექნოლოგია და კომფორტი მიიღო. განახლებული Nissan Sentra-ს პრეზენტაცია აშშ-ში გაიმართა. ავტომობილის იერი უფრო მკვეთრი გახდა, თუმცა მისი ტექნიკური საფუძველი – პლატფორმა და ძრავის სისტემა – უცვლელი დარჩა. მეცხრე თაობის ავტომობილის გაყიდვები  ამ წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება. ზუსტი ფასი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მწარმოებელი აპირებს, მოდელს შეუნარჩუნოს რეპუტაცია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ შეთავაზებას ხაზში.

Sentra-ს გარეგნობა შესრულებულია ბრენდის აქტუალურ სტილში, რომელიც უკვე კარგადაა ცნობილი მყიდველებისთვის ჩინეთის ბაზარზე. წინიდან კვლავ იკითხება V-ს ფორმის გამოსახულება, თუმცა ახლა მას ქმნის არა რადიატორის ბადის კონტურები, არამედ ბამპერზე განთავსებული კონტრასტული დიაგონალური ელემენტები. როგორც წინა, ასევე უკანა განათებამ მიიღო უნიკალური გრაფიკა, რომელიც მოდელის სავიზიტო ბარათად იქცევა. ასევე, მწარმოებელმა წარმოადგინა უფრო სპორტული აქცენტით გაფორმებული ვერსიაც.

დიზაინის კორექტირებამ კორპუსის სიგრძის უმნიშვნელო ზრდა გამოიწვია – ახლა ის შეადგენს 4 656 მილიმეტრს, რაც 10 მილიმეტრით მეტია, ვიდრე წინამორბედი. დანარჩენი ზომები პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ავტომობილის შიგნით ერთადაა წარმოდგენილი თანამედროვე ტექნოლოგიები და უფრო ტრადიციული გადაწყვეტილებები. სიახლეებს შორისაა ორი 12,3 დიუმიანი ციფრული დისპლეი, კლიმატის მართვის სენსორული ბლოკი, რომელიც, კომპანიის განცხადებით, პირველად გამოჩნდა ამ კლასში და ორიგინალური ფორმის საჭე.

აშშ-ის ბაზარზე Nissan Sentra კვლავ აღიჭურვება 2-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომლის სიმძლავრეა 151 ცხენის ძალა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები