LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლებისა მინისტრმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა

193
გიორგი ამილახვარი და გელა გელაძე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა. უწყების ცნობით, გელა გელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალერიან გობრონიძეს შეცვლის.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის კურატორობას სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს გაუწევს, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

„ძვირადღირებული მაჯის საათები, სამკაულები და ფერწერული ტილოები“ - რა ქონებით მიდის გიორგი ამილახვარი პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში

ერთ-ერთ ინტერვიუში ამილახვარი აღნიშნავს, რომ პროფესიის არჩევა, მეტწილად, მამის ფაქტორმა განაპირობა.

გელა გელაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში 2018 წლიდან მუშაობს. მანამდე ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა – ჯერ იყო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მოგვიანებით კი, 2016-2018 წლებში კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსი.

განათლების ახალი მინისტრი – მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის

პოპულარულები