ბრიტანეთის პარლამენტის შენობის ნაწილი ევაკუირებულია, „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქიმიურ დაბინძურებას ჰქონდა ადგილი.
კარები და ფანჯრები დაკეტილია, პოლიცია საეჭვო პაკეტს სწავლობს, რომელიც პარლამენტის შენობაში შეაგზავნეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით, არ ვრცელდება.
