“განსაკუთრებით მახარებს, რომ თალაკვაძე დარბაზში ჩამოდის, ის უმრავლესობის ლიდერის პოსტზე სპიკერობით გამოირჩეოდა.” – ასე ეხმიანება თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” არის ლიდერების გუნდი და არ უჭირს, მას სათანადო ადგილას სათანადო ლიდერი ჰყავდეს.
არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ოპოზიციური მრავალფეროვნება იქნება, მნიშვნელოვანია, სპიკერების გუნდი გაძლიერდეს და თალაკვაძე იქნება არა პარლამენტის ლიდერი, არამედ მმართველი გუნდის სპიკერების ლიდერი:
“ქართული ოცნება” არის ლიდერების გუნდი და არ უჭირს, სათანადო ადგილას სათანადო ლიდერი ჰყავდეს. პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენი ლიდერები თანამდებობიდან სხვა თანამდებობაზე მიდიან.
თანამდებობა არ წარმოადგენს ისეთ ფასეულობას, რომ ადამიანი ვერ ერეოდეს. არჩილ თალაკვაძემ ახსნა თავისი სურვილი, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის კიდევ ნაწილი პარლამენტში შემოდის, მნიშვნელოვანია, მივცეთ კიდევ ერთი სიგნალი, რომ ეს პარლამენტი არის საერთო, ხალხის და პოლიტიკური გემოვნების მრავალფეროვნება არის წარმოდგენილი.
ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს განსაკუთრებული როლი, იყოს ყველას თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, კახა კუჭავა ჩვენი გუნდის წევრია, მაგრამ ეს ცვლილება გულისხმობს იმას, რომ ეს არ უნდა იყოს ტვირთი, რომელიც შეიძლება, მოლაპარაკებებს ახასიათებდეს. განსაკუთრებით მახარებს, რომ თალაკვაძე დარბაზში ჩამოდის, ის უმრავლესობის ლიდერის პოსტზე გამოირჩეოდა სპიკერობით. როცა ოპოზიციური მრავალფეროვნება იქნება, მნიშვნელოვანია, სპიკერების გუნდი „ქართული ოცნების“ დარბაზში გაძლიერდეს და თალაკვაძე იქნება არა პარლამენტის ლიდერი, არამედ მმართველი გუნდის სპიკერების ლიდერი.” – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან 24 აპრილს გადადგა.
თალაკვაძის თქმით, პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება დატოვოს სპიკერის პოზიცია და თანამდებობაზე წარადგინონ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.
