LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებით პოლიტიკოს მამაკაცებს მოგიწოდებთ, შეიმჩნიეთ ქალებზე ძალადობა, დაგმეთ ფემიციდი და დღესვე გადავდგათ ეფექტიანი ნაბიჯები – დეპუტატების ერთობლივი განცხადება

96
BeFunky-collage (9)

„დღეს ქალი დეპუტატები ვეხმაურებით იმ შემაშფოთებელ და საზარელ ტენდენციას, რომელიც კვლავ დაბრუნდა ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის ქალთა მკვლელობები ქალობის ნიშნით”,– ამის შესახებ  „ლელოს“ საპარლამენტო გუნდის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

პრესკონფერენცია ფემიციდის საკითხზე დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ანი წითლიძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ ერთობლივად გამართეს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქალი დეპუტატები განსაკუთრებით გადაწყვეტილებების მიმღებ მამაკაც პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

იდა ბახტურიძე: „2021 წელს საქართველოში 31 ქალი მოკლეს.. წელს სავარაუდოდ, ავცდით 20-ს.. სრულ იგნორში მარტოები ვართ ქალები და უფლებადცველები სისხლიან ომში, მაგრამ პოლიტიკოსებს უფრო “დიადი”საქმეები აქვთ. ქალების გვამებზე ვერ მოცდებიან“

„დღეს ქალი დეპუტატები ვეხმაურებით იმ შემაშფოთებელ და საზარელ ტენდენციას, რომელიც კვლავ დაბრუნდა ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის ქალთა მკვლელობები ქალობის ნიშნით. საზოგადოება შეშფოთებულია არაერთი შემთხვევით, როდესაც ხდება ქალების მკვლელობა და ამაზე ჩვენ ვეღარ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან იმ ხარისხის რეაგირებასაც კი, რომელიც წინა წლებში გვქონდა. შეიმჩნიეთ ფემიციდი, შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი.

ვიდრე პოლიტიკოსი მამაკაცები, გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცები და ხშირად ქალებიც დუმილით ხვდებით ამ საშინელ ტენდენციას, ეს ტენდენცია გაგრძელდება და ამას ვერ მოერევა მხოლოდ ცალკეული ეფექტური რეაგირებები პოლიციელების მხრიდან თუ პარლამენტის გენდერულ საბჭოში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი, სწორი საკანონმდებლო პროცესი. ეს არ არის არც მხოლოდ პარლამენტის ერთი საბჭოს, არც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც რომელიმე უწყების საქმე. ეს ყველას საერთო საქმეა.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

ვიდრე ფემიციდს არ შეიმჩნევთ და ამაზე ყველა ხმამაღლა არ გააკეთებთ განცხადებას, რომ ეს არის დასაგმობი, მიუღებელი და ყველა, სახელმწიფო უწყება, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიცია არ გავერთიანდებით ამ პრობლემის დასასრულებლად, ის გაგრძელდება და შეიწირავს ქალების სიცოცხლეს, დაანგრევს ბავშვების ცხოვრებას. დაანგრევს და დაამახინჯებს საზოგადოების ცხოვრებას. განსაკუთრებით პოლიტიკოს მამაკაცებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოგიწოდებთ, შეიმჩნიეთ ძალადობა, დაგმეთ ფემიციდი და დღესვე გადავდგათ ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, რომელიც ამ დროის განმავლობაში გაყინული და გაჩერებულია. ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საზოგადოების ერთიანობით ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მთავარ სლაიდზე ფოტო: პირველი არხი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები