კომპანია Rolls-Royce 35 სედან Ghost-ს განსაკუთრებული ვერსიით გამოუშვებს, რომელსაც ლეგენდარულ ავტომობილს, Silver Ghost-ს მიუძღვნის შასის ნომრით 60551. ავტომობილი იმით არის ცნობილი, რომ 1907 წელს ჩარლზ როლსმა და კლოდ ჯონსონმა მისით 23 000 კილომეტრი ყოველგვარი დაზიანების გარეშე გაიარეს.
სპეცვერსიისთვის ქანდაკებას „ექსტაზის სული“, რომელიც Rolls-Royce-ის ავტომობილებს 1911 წლიდან ამშვენებს, სუფთა ვერცხლისგან დაამზადებენ, ხოლო დაბოლოებას ოქროს მტვრით დაფარავენ. ახალი ფერი Cassiopeia Silver კი 1907 წლის ავტომობილის ფერის სიმბოლო გახდება. თითოეული სედანის შეღებვა ხელით ხდება და რვა საათი სჭირდება.
Rolls-Royce Ghost-ის ინტერიერი მწვანე ფერში იქნება გადაწყვეტილი. კარის პანელებს ტყავითა და ვერცხლის ჩანართებით გააფორმებენ. წინა პანელზე ხის ჩანართებზე ძვირფას მეტალს დაიტანენ.
ავტომობილის აწყობისას იმ გამოცდილებას გამოიყენებენ, რაც ახალი თაობის Phantom-ის შემუშავებისას დააგროვეს. კარები, უკანა ფრთები და საბარგულის განყოფილება ხმის დამხშობი მასალის დამატებითი ფენებით შეავსეს, ხოლო ფანჯრებმა ახალი ხმის ჩამხშობი ფენა მიიღეს.
ორიგინალი Rolls-Royce Silver Ghost კლოდ ჯონსონის შეკვეთით ააწყვეს. 1908 წელს ავტომობილი კერძო კოლექციონერმა შეიძინა, რომლისგანაც 1948 წელს ისევ გამოისყიდეს. ახლა „ვერცხლისფერი მოჩვენება“ კომპანია Bentley-ს ეკუთვნის.