LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განუწყვეტლივ დანაშაულის გრძნობა მაქვს, როცა ვიღვიძებ, ცხელ ყავას და საუზმეს მივირთმევ… მზიას შიმშილობის მე 17 დღე და ახალგაზრდების ვინღა დათვლის უჰაერო საკნებში დღეებს“ – ბაია დვალიშვილი

342
ბაია დვალიშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, განუწყვეტლივ დანაშაულის გრძნობა აქვს, როდესაც „იღვიძებს და ცხელ ყავას სვამს, მაშინ როდესაც მზია ამაღლობელი მე-17 დღეა შიმშილობს და ახალგაზრდები უჰაერო საკნებში სხედან“.

„სულ, განუწყვეტლივ დანაშაულის გრძნობა მაქვს, როცა ვიღვიძებ, ცხელ ყავას და საუზმეს მივირთმევ, როცა გარეთ გავდივარ და ან რაღაცაზე გულით გამეცინება, როცა კარადას გავაღებ და ვფიქრობ, ახლა რა ჩავიცვა, როცა თეატრში გავრბივარ მეგობრებთან, რომ ერთობის ძალა ვიგრძნო.. განსაკუთრებით თუ აქციაზე ვერ ან არ გავედი. მუდმივი სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა.. მზიას შიმშილობის მე- 17 დღე და ახალგაზრდების ვინღა დათვლის უჰაერო საკნებში დღეებს“, – წერს ბაია დვალიშვილი სოციალურ ქსელში.

„მისი ქრონიკული დაავადებების ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა წუთი წუთზეც შეიძლება გაუარესდეს და სიტუაცია მძიმე გახდეს… მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებით, შიმშილობა იქნება შეუქცევადი“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g