განზრახ მკვლელობის მუხლი შესაძლოა გამკაცრდეს. ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსს“ ეხება. კანონპროექტი პარლამენტში უმრავლესობის წევრების მიერ არის ინიცირებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად:
მკაცრდება სასჯელის ზომა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენისთვის. ამჟამად განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
კანონპროექტის მიხედვით, განზრახ მკვლელობა 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება;
ასევე, სსკ-ის კოდექსის 109-ე მუხლი ერთნაწილიანი გახდება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით;
ამასთანავე მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის.