LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი ექთნის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა

233
1616239340-ვახტანგ-ბარამაშვილი

გარდაცვლილი ექთნის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია “პირველ არხს” გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა დაუდასტურა.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალების გაცნობას დაზარალებული მხარე ხვალიდან შეძლებს. მისივე თქმით, პროკურატურაში უკვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიებამ სასამართლოს მიმართა რამდენიმე შუამდგომლობით, მათ შორის, რომ მოხდეს სამედიცინო ისტორიისა და დოკუმენტაციის ამოღება ახალციხიდან.

“ასევე, იმუნოლოგიის ცენტრში ინახება სისხლის ნიმუში, რომელზეც ჩვენც უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზა. გამოძიებას შევატყობინეთ, რომ ეს ნიმუში ინახებოდა. გამოძიებამ განჩინება გაამზადა ამ ნიმუშის ამოსაღებად. სისხლის ნიმუში გადაგზავნილია სიცოცხლის პერიოდში”, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.

ამ თემაზე:

ვიდეო: მშობელი მამა მივედი, მაჩვენეთ მკვდარია თუ ცოცხალია მეთქი, ისიც არ მაჩვენეს… ეჭვი მაქვს მეგი გარდაცვლილი იყო: ვეფხია ბაქრაძე

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

შეუძლოდ, რომ გახდა მაშინვე ადრენალინის ნემსი გავუკეთეთ: ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

“ცოლი მომიკალით” – გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომელს დაუპირისპირდა