LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ

207
მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილზე

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ.

როგორც ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ინტერვიუ, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველია.

„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას...არ მინდა ეს ტვირთი მარტო მე ვატარო” - რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი

ყოფილი პროკურორი სერგო შუბითიძე „შაბათის ფორმულასთან” თამარ ბაჩალიაშვილის საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს

რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აპირებენ მიმართონ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„ველოდებით, თვითონ პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ, რომ ის განცხადება და ინფორმაცია, რაც გამომძიებლის მიერ გავრცელდა, ობიექტურის და სამართლიანი სისტემის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდებოდა საქმის განახლება.

დაველოდებით დღევანდელ დღეს. თუ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ იქნება, მერე უკვე ჩვენ თვითონ მივმართავთ. დღეს თუ არ იქნა, ხვალ ჩვენ უკვე მივმართავთ და არა მარტო პროკურატურას, არამედ მთელ საერთაშორისო ორგანიზაციებს და აბსოლუტურად ყველას.

რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში თავიდანვე ვამბობდით, როგორ გაყალბებას ჰქონდა ადგილი და რას ჩადიოდნენ საგამოძიებო ორგანოები, სისტემის ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაადასტურა,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

„ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით” – ბაჩალიაშვილის დედა

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

magti 5g