LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდაიცვალა ნიკა მატკავა, ბორჯღალოსანი ლუკა მატკავას ძმა, გამაგრდი მატკო… სრულიად ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ“ – საქართველოს რაგბის კავშირი

1076
ნიკა მატკავა

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ ბინაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 28 წლის ნიკა მატკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების თქმით, ის, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

„გარდაიცვალა მეუღლის დის შვილი, ნიკა მატკავა“ – დავით მუმლაძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გარდაცვლილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, ლუკა მატკავას ძმაა.

ნიკა მატკავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან მისი მეგობრები და ახლობლები და ემოციურად ემშვიდობებიან.

„ბორჯღალოსნების“ წევრ ლუკა მატკავას, ძმის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს საქართველოს რაგბის კავშირიც:

„გარდაიცვალა ნიკა მატკავა, ბორჯღალოსანი ლუკა მატკავას ძმა.

ქართული რაგბის ოჯახის სახელით დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ნიკა მატკავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს. გამაგრდი, მატკო“.

„საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ წევრის, ლუკა მატკავას ძმის, ნიკა მატკავას ტრაგიკულად დაღუპვის გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს“, – აღნიშნულია ოფიციალურ სამძიმრის წერილში.

გარდაიცვალა ნიკა მატკავა, ბორჯღალოსანი ლუკა მატკავას ძმა. ქართული რაგბის ოჯახის სახელით დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ნიკა…

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 10 მარტი, 2025

„ნიკა, როგორ მტკივა გული, არ მჯერა, რომ აღარ ხარ, შენ ხომ სიცოცხლე ძალიან გიყვარდა, რატომ ღმერთო, რატომ“, – წერს გარდაცვლილის ნათესავი მანანა ფარქოსაძე სოციალურ ქსელში.

ნიკა როგორ მტკივა გული არ მჯერა რომ აღარახარ შენ ხომ სიცოცხლე ძალიან გიყვარდა .რატომ ღმერთო რატომ

Posted by მანანა ფარქოსაძე on კვირა, 09 მარტი, 2025
magti 5g