LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა ქობულეთში გასულ წელს მომხდარი შემზარავი ავარიის დროს დაღუპული, 6 თვის ორსულის, ანანო ხურციძის მეუღლე: „ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი“

2402
ანანო ხურციძე

20 წლის ანდრია ბაუჟაძე, რომელიც გასულ წელს, ქობულეთში 6 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ქვედა სამების საჯარო სკოლა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სამძიმრის წერილში წერს, გარდაიცვალა მათი სკოლის ყოფილი მოსწავლე, ანდრია ბაუჟაძე, რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ მომხდარ ავარიას ემსხვერპლა:

„ქვედა სამების საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილით და მწუხარებით იუწყება ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ანდრიანოს (რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაიღუპა) ნაადრევი გარდაცვალების შესახებ.

ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლის საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებთ ანდრიანოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კლასელებს.

ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვდგავართ მათ გვერდით ამ რთულ დროს.
მშვიდად განისვენე, ანდრიანო…“ – წერს სკოლა.

ქვედა სამების საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილით და მწუხარებით იუწყება ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ანდრიანოს (რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაიღუპა) ნაადრევი გარდაცვალების შესახებ. ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლის საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებთ ანდრიანოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კლასელებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვდგავართ მათ გვერდით ამ რთულ დროს. მშვიდად განისვენე, ანდრიანო…

Posted by ქვედა სამების საჯარო სკოლა on შაბათი, 05 აპრილი, 2025

ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს მანანა ნემსაძეც:

„ძალიან, ძალიან მტკივა გული ანდრია, შენ ჩემი პატარა მეგობარი იყავი ასე გეძახოდი ანდრია, ჩვენ კიდევ ერთად უნდა ვყოფილიყავით სამსახურში.

უკვე ზაფხული ხომ მოდის იქ ბევრი მოგონება დამიტოვე კარგი.

„ეს შენი ბოლო მონაწერია ანდრიანო“, – წერს მანანა ნემსაძე.

ძალიან ძალიან მტკივა გული ანდრია შენ ჩემი პატარა მეგობარი იყავი ასე გეძახოდი ანდრია ჩვენ კიდევ ერთად უნდა ვყოფილიყავით…

Posted by Manana Nemsadze on პარასკევი, 04 აპრილი, 2025

შეგახსენებთ, ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად ავარიაში გასული წლის ოქტომბერში მოყვა. ახალგაზრდა ანანო ხურციძე ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ახალგაზრდა კაცი სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული, სადაც ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით ანდრია ბაუჟაძე აპარატზე იყო მიერთებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g