LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი

172
levanxomeriki201225

72 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა.

“აღარ მყავს ჩემი მა­მი­კო… ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი იმე­დი… ჩემი სა­უ­კე­თე­სო , ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი, ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი, ყვე­ლა­ზე მზრუნ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი… წარ­მო­უდ­გე­ბე­ლია მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა… მამა მიყ­ვარ­ხარ ყვე­ლა­ზე მე­ტად …”, – წერს “ფე­ის­ბუქ­ში” მისი შვი­ლი, ლი­ლი­კო ხო­მე­რი­კი.

ალექსანდრე ხომერიკი 1977 წელს, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი, ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში. 1981–1982 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის „ლა სკალაში“. მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რ. ლაღიძის „ლელა“), ლენსკი, ვოდემონი(პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი(ჯ. პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“) და სხვა. 1993 წლიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო.

დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g