LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ძიუდოისტი, „ქართული ოცნების“ წევრი, ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

133
ვარლამ ლიპარტელიანი

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ძიუდოისტი, „ქართული ოცნების“ წევრი, ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, კომიტეტის წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანს აღნიშნულ პოზიციაზე არჩევა მიულოცეს და საპარლამენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. კომიტეტის წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანს აღნიშნულ პოზიციაზე არჩევა მიულოცეს და საპარლამენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, პირველი მოსმენით, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილს, კერძოდ, 283 ჰექტარ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების მომზადება, ლიკანის ტერიტორიასთან დაზიანებული ტყის აღდგენით სამუშაოებს უკავშირდება.

კანონპროექტს, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

📌 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. ვრცლად: https://tinyurl.com/44d5cms6

Posted by საქართველოს პარლამენტი on სამშაბათი, 24 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g