LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

96

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეები 4 ერთეული თხმელას სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთი მოქალაქე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა და ერთ-ერთ მათგანს სხეულის დაზიანება თავის არეში მიაყენა.

აღნიშნულ ფაქტზე, შსს-ს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ი. ლ. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები