ლევან კობერიძე პოლიტიკურ გაერთიანება – „ლელო საქართველოსთვის“ ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა “ფორტუნას” დაუდასტურა.
„ლელოს“ პოლიტიკურ პოზიციებთან თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავება ხედვებში ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო. მთელი ჩემი მცდელობა იქეთ იყო მიმართული, რომ ქართულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაჩენილიყო ახალი, ალტერნატიული ძალა, ამ ორპოლუსიანობის საპირწონედ – რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა – გაგვესტუმრებინა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე, შეუსრულებელი დარჩა. „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში ჩემი მონაწილეობაც სწორედ ამ მცდელობის ნაწილი იყო. თუმცა, ჩემი აზრით, სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რამაც განაპირობა საბოლოო გადაწყვეტილება, პარტია დამეტოვებინა “ – განაცხადა ლევან კობერიძემ.