LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასკდით გულზე, მე ვისიამოვნე – ხათუნა ხოფერიას ვიდეოს დენდროლოგიური პარკიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა

222

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში  გადასარგავად გამზადებული ხე და დენდროლოგიური პარკი ჩანს.

“იმდენი იძახეს, ბიძინას ხეები თავის აგარაკზე გადააქვსო, წავედი და ვნახე!.. 2 კილომეტრია ბიძინას სახლიდან დენდროპარკამდე… 2 კილომეტრი… მოკლედ, შესვლა აკრძალულია, მძიმე ტექნიკა მუშაობს. თუ გინდათ, გასკდით გულზე, მე კი მგრად ვისიამოვნე და კმაყოფილი ვარ… მეტიც, ბედნიერი!” – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

ვიდეოს  ფეისბუქზე დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. ხათუნა ხოფერიას საპასუხო კომენტარის გაკეთებაც მოუხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g