ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე გასულ წელს დაანონსებული Infiniti Q60 Neiman Marcus Edition-ის დებიუტი შედგა.
სპეციალური ვერსიის საფუძვლად ახალი თაობის კუპე Q60 Red Sport 400 გამოიყენეს. ახალმა სპორტულმა ავტომობილმა ძარის ექსკლუზიური, ოქროსფერი შეფერილობა, განსაკუთრებული დისკები და თეთრი ფერის ტყავის სალონი მიიღო.
ავტომობილი 3.0 ლიტრის მოცულობის ბიტურბო ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას ავითარებს.
სპორტული კუპე Infiniti Q60 Neiman Marcus Edition-ი შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 50 ეგზემპლარი გამოვა და 63 000 დოლარი ეღირება.
თითოეული ავტომობილის გაყიდვიდან ათას დოლარს საქველმოქმედო ფონდ Heart of Neiman Marcus-ში გადარიცხავენ.
კომპანია Neiman Marcus-ის გუნდი 35 ამავე სახელობის მაღაზიას, ნიუ-იორკში ორ უნივერმაღს, ინტერნეტ მაღაზიასა და ტანსაცმლის 14 მაღაზიას აერთიანებს.