LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გათხოვებას აიძულებდა იმ მამაკაცზე, რომელიც ამ გოგოს არ მოსწონდა. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც მამა ფიზიკურად გაუსწორდა“- ქარელში მამამ შვილი სცემა: ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს

366
1585237068-89038345_1073614089667213_4243670908151005184_n

ქარელში მამამ შვილი სცემა. ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, მამა შვილს დაოჯახებას არასასურველ მამაკაცზე აიძულებდა.

„გათხოვებას აიძულებდა იმ მამაკაცზე, რომელიც ამ გოგოს არ მოსწონდა. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც მამა ფიზიკურად გაუსწორდა. ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში”, – უთხრეს „მოზაიკას“.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ოჯახის წევრზე ძალადობის ბრალდებით, დაკავებულია მამაკაცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g