LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაუგონარი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩემზე“ – ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს შანტაჟში ადანაშაულებს

157
Untitled design (2)

პარტია „საქართველოსთვის“ყოფილი წევრი, ნატალია ძიძიგური, თანაპარტიელებს, მათ შორის აკაკი გვიანიძეს, ზეწოლასა და პირადი ცხოვრებით შანტაჟში ადანაშაულებს. ძიძიგურის განცხადებით, მას აიძულებდნენ შესულიყო ფრაქციაში, რომლის თავმჯდომარეც აკაკი გვიანიძე იქნებოდა, რაზედაც უარი თქვა.

ის ასევე ამბობს, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოქმედებს.

„მაიძულებდნენ, შევსულიყავი ფრაქციაში, რომლის თავმჯდომარეც აკაკი გვიანიძე იქნებოდა, მესამე უნდა ყოფილიყო „ლელოს“ წევრი. გაუგონარი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩემზე, თუმცა ეს იყო მიუღებელი, რადგან პარტიის პოზიცია დაარსების შემდეგ შეიცვალა, ის მოქმედებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რაც ჩემთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი ბევრ რეგიონულ ორგანიზაციაში.

მე პარტიიდან გამრიცხეს იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომაზე არ შევუერთდი „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ დავტოვე დარბაზი“, – განაცხადა ნატალია ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები პირად ცხოვრებაში, რის გამოც სასამართლოსაც მიმართა და, მისივე თქმით, სწორედ ამ დეტალების გახმაურებით ცდილობდნენ მასზე ზეწოლას.

გახარიას პარტიიდან გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი

“ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, დაშანტაჟება, იძულება” | გახარიას პარტიიდან გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 05 ნოემბერი, 2023

ბრალდებებს პარტია „საქართველოსთვის“ ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები