LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუპატიურება – სიკეთისთვის, მოკვლა – სამოთხეში მოხვედრისთვის? ვის უნდა სჯეროდეს ამის, გარდა Z ბანაკისა? – პოდოლიაკი პუტინს პასუხობს

103
podoliaki

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხაურება ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ “დასავლეთი რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინაში მაშველ რგოლად იყენებს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ყველაფერი რუსეთს დააბრალონ”.

“პუტინის კანიბალისტური ომის ახალი განმარტება – თქვენ თავს ესხმით უკრაინას, რუკიდან შლით ქალაქებს, მასობრივად ხოცავთ მშვიდობიან მოქალაქეებს, რუსეთს შუა საუკუნეების ეპოქაში აბრუნებთ და შემდეგ ამას დასავლეთის მაშველ რგოლს უწოდებთ? გაუპატიურება – სიკეთისთვის, მოკვლა – სამოთხეში მოხვედრისთვის? ვის უნდა სჯეროდეს ამის, გარდა Z ბანაკისა?”, – აცხადებს პოდოლიაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g