LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაურკვეველია, რაზე ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი: ფინანსთა მინისტრი ისტორიის სახელმძღვანელოზე

87
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ განვითარებულ შეფასებებს ეხმაურება.

ლაშა ხუციშვილის შეფასებით, გაურკვეველია, თუ რაზე ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი და ვერანაირი შეფასებები იქ ვერ ვნახე

ამასთანავე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, წიგნში არ არის ადამიანების ქება-დიდება, არამედ არის ქვეყნის პირველი პირების ბიოგრაფიები.

„წიგნთან დაკავშირებით მე რა ინფორმაციაც მივიღე ამ დღეების განმავლობაში და რაც წავიკითხე, მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებია და არ არის მოყვანილი გარკვეულწილად შეფასებები. თქვენ ახსენეთ ქება- დიდება და იქ მე ვნახე უბრალოდ ბიოგრაფები ადამიანების, რომლებიც იყვნენ საქართველოს პირველი პირები წლების განმავლობაში და შესაბამისად, გაურკვეველია, რაზე ხდება ამ აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი და ვერანაირი შეფასებები იქ ვერ ვნახე”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საკითხზე დღეს კომენტარი განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიქობავამ გააკეთა. ჩიქობავას განცხადებით, ისტორიული პროცესები გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივადაა აღწერილი და ის პროცესების შეფასების ნაწილს არ მოიცავს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ისტორიის სახელმძღვანელოში რუსული პროპაგანდის ელემენტებია და ეს სახელმძღვანელო რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტია,

magti 5g