LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავა დრო და ეს ჩინოვნიკები არაფრად იქცევიან, ხელოვნება კი ყოველთვის დარჩება“ – მანანა კაზაკოვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების პროტესტზე

314
მანანა კაზაკოვა

„გავა წლები, მოვა ეგ დროც, მაინც შეიცვლება, რაც უნდა იყოს, ყველაფერი იცვლება და იგივე ჩინოვნიკები არაფრად იქცევიან და ხელოვნება ყოველთვის დარჩება“, – ამის შესახებ მსახიობმა მანანა კაზაკოვამ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების პროტესტზე საუბრის დროს „მთავარ არხთან“ განაცხადა.

როგორც მანანა კაზაკოვამ აღნიშნა, „რეგიონში გაცილებით რთული მდგომარეობაა“.

„ვიცი, რომ რეგიონში გაცილებით რთული მდგომარეობაა. ამასობაში, იმდენი „კანონიერი“ წინააღმდეგობა შექმნეს – ტრაილერის შეყვანა არ შეიძლება; ფიცარნაგსაც კი ვერ დადებ, რომ წინააღმდეგობა ოფიციალურად არ გაგიწიონ და ამის, ასე ვთქვათ, კანონიერი უფლებაც აქვთ, გარდა იმისა, რომ ალბათ ვიღაცებსაც დაგვახვედრებენ, მაგრამ იცით, უკვე როგორი ხმა არის? აბა რა ვქნათ?“ – თქვა მანანა კაზაკოვამ.

მანანა კაზაკოვა ხელოვანების პროტესტზე

"გავა დრო და ეს ჩინოვნიკები არაფრად იქცევიან, ხელოვნება კი ყოველთვის დარჩება" | მანანა კაზაკოვა ხელოვანების პროტესტზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 27 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g