LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავაგრძელებთ ბათუმის წარმატების ისტორიას და კიდევ უფრო მეტ დინამიკას შევძენთ მის განვითარებას – ბათუმის გენერალური გეგმის ხელშეკრულება გაფორმდა

72
1

“დღეს ბათუმის განვითარებისთვის ისტორიული და საეტაპო დღეა. მისასალმებელია, რომ იწყება ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა. ეს იყო ჩვენი დაპირება ბათუმელებისა და ბათუმის გულშემატკივების მიმართ”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის გენერალური გეგმის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

ბათუმის განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის შესახებ გამართული პრეზენტაციის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბათუმი აუცილებლად იქნება თანამედროვე, ევროპული, ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ქალაქი.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტით გააგრძელებენ ბათუმის წარმატების ისტორიას და კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენენ მის განვითარებას:

“დღეს ისტორიული და საეტაპო დღეა ბათუმის განვითარებისთვის. მისასალმებელია, რომ იწყება ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა. ეს იყო ჩვენი დაპირება ბათუმელებისა და ბათუმის გულშემატკივების მიმართ. ბათუმი აუცილებლად იქნება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, ჩვენს ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული.

ასევე, უკვე დასრულებულია ბულვარის განაშენიანების გეგმა. ჯამში, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ქალაქი, ყველა არსებული სარეკრეაციო სივრცე, ყველა ახალი ტურისტული მიმართულება განვითარდეს პირველ რიგში ბათუმელების მოლოდინების შესაბამისად და ისე, რომ დაცული იყოს თითოეული ბათუმელის, თითოეული სტუმრის ინტერესი.

ჩვენ ამ დოკუმენტით გავაგრძელებთ ბათუმის წარმატების ისტორიას და კიდევ უფრო მეტ დინამიკას შევძენთ მის განვითარებას.” – განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია ,”სითი ინსტიტუტი საქართველომ” გაიმარჯვა. ბათუმის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა. გენერალურ გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების და განაშენიანების მართვის დაგეგმვასა და სათანადო შედეგების მიღწევას, შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები