“ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, დავუშვით შემთხვევების ზრდა და მთელი დარტყმა და პასუხისმგებლობა გადმოვიტანეთ კლინიკურ სექტორზე”,-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “ფორტუნას” განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არ ეთანხმება შეზღუდვების დაწესებას.
“ქვეყანა ცხოვრობს თავისუფალ რეჟიმში. ამას აქვს ერთი პლიუსი, რომ ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფად, მაგრამ ამას არ შეიძლებოდა არ მოჰყოლოდა პრობლემები. შემთხვევების რაოდენობა იზრდება და აი აქ, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, დავუშვით შემთხვევების ზრდა და მთელი დარტყმა და პასუხისმგებლობა გადმოვიტანეთ კლინიკურ სექტორზე.
არ ვემხრობი შეზღუდვების დაწესებას. მე ვამზადებ კლინიკურ სექტორს, რომ გაუძლოს ამ გამოცდას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ იქნება ბევრი გამოჯანმრთელებული და ცოტა გარდაცვლილი, დანაკარგი იყოს მინიმალური, ეს არის გამოსავალი. ამ ეტაპზე ვერ მივიღებ შენიშვნას, რომ ნაკადები არ იმართება კარგად. არცერთ ქვეყანაში ნაკადები ისე კარგად არ იმართება, როგორც ჩვენთან”,-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.