LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავიბუტოთ და „ოცნებას” დავუტოვოთ საჟღურტულოდ ეს კანდიდატები? – ელისაშვილი წუხს, რომ ოპოზიცია მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას არ ესწრება

60
ალეკო ელისაშვილი

“ან გაქვს ღონე, რომ გააჩერო ეს პროცესი და სწორი იქნებოდა, რომ შეჩერებულიყო, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერ გავაჩერეთ, ამიტომ რა ჯობია – ზურგი ვაქციოთ, გავიბუტოთ და „ოცნებას” დავუტოვოთ საჟღურტულოდ ეს კანდიდატები, თუ მივიდეთ და მწვავე კითხვები დავუსვათ?” – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ის წუხს, რომ ოპოზიცია კანდიდატების მოსმენას არ ესწრება.

“ყველას რომ დაესვა კითხვა, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით არსებობს, უკეთ გამოჩნდებოდა, რომელი მოსამართლე იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას”

კითხვაზე, მიიღებს თუ არა პარტია “მოქალაქეები” კენჭისყრაში მონაწილეობას, ელისაშვილი ამბობს, რომ წინასწარი განწყობა არ აქვთ და ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შთაბეჭდილებას დატოვებენ კანდიდატები.

როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, ის “ქართული ოცნებისგან” “დაშაქრულ” კითხვებს ელოდა, თუმცა მოისმინა მწვავე კითხვებიც.

“თავს ვერ მოვიტყუებთ – “ქართული ოცნება” მხარს თუ დაუჭერს ლეგიტიმაციაც იქნება და დანიშნავენ. გაცილებით დაშაქრულ კითხვებს ველოდებოდი “ქართული ოცნებისგან“, მაგრამ ალაგ-ალაგ არის მწვავე კითხვები. განცდა მაქვს, რომ რამდენიმე კანდიდატით ისეთივე აღშფოთებულები უნდა იყვნენ, როგორც დანარჩენები”, – ალეკო ელისაშვილი

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, ქეთევან მესხიშვილის მოსმენით დაიწყო. დღესვე, 16:00 საათიდან მოუსმენენ კიდევ ერთ კანდიდატს, რევაზ ნადარაიას.

სწორი იქნებოდა, რომ შეჩერებულიყო ეს პროცესი, მაგრამ ვხედავთ რომ ვერ გავაჩერეთ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის პროცესის შესახებ

magti 5g