მე-12 დღეა საქართველოში მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდა თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი.
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად გაფიცვის შესახებ მსახიობების ნაწილმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, მათ შორისაა მსახიობი სოფო გორელაშვილი.
„გავიფიცე!“ – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც გორელაშვილი „ინსტაგრამზე“ წერს, მისი ყველანაირი საქმიანობა ამ დროისთვის შეჩერებულია. მსახიობი ამბობს, რომ ერთადერთი საქმე რაც გვაქვს დღეს, ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე ყოფნაა:
„გავიფიცე! ჩემი ყველანაირი საქმიანობა ამჯერად შეჩერებულია, ერთადერთი საქმე რაც გვაქვს დღეს, ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე ყოფნაა. დამთავრდეს ტერორი! აღდგეს სამართალი! შეწყდეს ქუჩებში ხოცვა ჟლეტა!!!“. – წერს მსახიობი.
ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილს: „თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე, მაშინ იცნობ!“
„მე, მაკა მახარაძე მხარს ვუჭერ საქართველოს ახალგაზრდობას, გამარჯვება თქვენია“ – მაკა მახარაძე