ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმდინარე შეხვედრაზე რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა, თუმცა მხარეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს – გიორგი რურუა ციხეს დატოვებს ნოემბრის ბოლოს; ნიკა მელიას გირაოს თანხას კი ევროკავშირი გადაიხდის. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა უკვე 3 საათია მიმდინარეობს და ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვიდა.
ამავე თემაზე:
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ
არ ვაპირებ ამ საკითხზე ახლა საუბარს – შარლ მიშელი არ აკონკრეტებს, რას მოელის მოლაპარაკებებიდან
ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს – სამნიძე