მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი ჰოსპიტალში იმყოფებოდა.
როგორც ავერსის კლინიკის რადიოლოგმა, სოფო მიქიაშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, ხარაზიშვილს მხრის არეში მაღალი ხარიხის დაზიანება აღენიშნება:
„მოტეხილობა არა, მაგრამ მყესების პრობლემა არის, რამდენიმე მყესის დაზიანებაა მაღალი ხარიხის, მხრის სახსრის დემენტი“ – განუცხადა ავერსის კლინიკის რადიოლოგმა, სოფო მიქიაშვილმა ტელეკომპანია „პირველს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, „რისგან მიიღო დაზიანება, ნაცემი ხომ არ არის“, რადიოლოგმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:
„ვერ გეტყვით ამ ინფორმაციას, მე რადიოლოგი ვარ მაგ ინფორმაციას ვერ გავცემ, მე დავამუშავე და დავწერე რეპორტი, ანამნეზს ვერ გეტყვით საიდან მიიღო“ – განუცხადა ტელეკომპანიას მიქიაშვილმა.
❗ "მოტეხილობა არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე მყესის დაზიანება აქვს, მაღალი ხარისხის, მხრის სახსრის დაზიანებაა" – ავერსის კლინიკის რადიოლოგის, სოფო მიქიაშვილი 👉 ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 30 დეკემბერი, 2024