LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაყიდული აბონემენტების ნახევარი ერთწლიან ბარათებზე მოდის” – რამდენმა მოქალაქემ იყიდა 250-ლარიანი ულიმიტო მგზავრობის აბონემენტი

243
Untitled design (60)

2022 წელს დედაქალაქის მთავრობის პირველი  სხდომა გაიმართა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე და ახალ სააბონენტო სისტემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისში აღარ იმოძრავებს ძველი ტრანსპორტი და ახალი მიკროავტობუსებით და ავტობუსებით ჩანაცვლდება. მისივე თქმით, დაწყებულია მეტროს განახლებაც, მაგრამ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

რაც შეეხება ახალ სააბონენტო სისტემას, კახა კალაძე ამბობს, რომ 5 იანვრიდან ბარათები იყიდება და შეძენილი ბარათების უმეტესობა ერთწლიანია.

„თქვენ იცით, რომ 1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სააბონენტო სისტემა შემოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ნაწილია ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და იმ რეფორმის, რომელიც წამოვიწყეთ.

5 იანვრიდან გასაყიდად გამოვიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და მინდა გითხრათ, რომ მათი ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისასალმებელია. ეს არის ევროპული სტანდარტი.

ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ამ აბონემენტებთან დაკავშირებით, რომ თითქოს გაძვირდა და ა.შ. რეალობა განსხვავებულია.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 53%, ვინც შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდა, ეს იყო 10-თეთრიანი, 20-თეთრიანი და კატეგორია, რომელიც არაფერს არ იხდიდა, ეს ადამიანები მიკროავტობუსში იხდიდნენ 80 თეთრს. ამ ინტეგრირებული სისტემით კი მიკროავტობუსით სარგებლობასაც შეძლებენ, რაც გაცილებით იაფი დაუჯდებათ.

ასევე იაფი დაუჯდებათ მათ, ვინც ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ერთიანი სამგზავრო ბარათების შეძენა თბილისელებს 5 იანვიდან შეუძლიათ.

დღეიდან მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების დარიგება იწყება – ნახეთ, ვინ შეძლებს სარგებლობას

magti 5g