LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზგასამართ და ავტოგასამართ სადგურებს შესაძლოა, ახალი ნებართვები დასჭირდეთ

20

გაზგასამართ, ავტოგასამართ სადგურებს  და ავტოგასამართ კომპლექსებს მაღალი რისკის მქონე ნაგებობების კატეგორია მიენიჭა.

აღნიშნული ნაგებობებისთვის  მაღალი რისკის კატეგორიის მინიჭების გადაწყვეტილება მთავრობამ დადგენილებით მიიღო, რომელიც უკვე ამოქმედდა.

მაღალი რისკის კატეგორიის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ამ სახის ნაგებობების ასაშენებლად, დემონტაჟისა და რეკონსტრუქციისთვის საგანგებო ნებართვა იქნება საჭირო, რომელიც სათანადო დასკვნის საფუძველზე გაიცემა.  მაღალი რისკის კატეგორიიდან გამომდინარე კი, შესაძლოა, გაზგასამართ, მათ შორის  ბუნებრივ და გათხევადებულ ნახშირწყალბადზე  მომუშავე სადგურებს, ავტოგასამართ სადგურებსა და ასევე ავტოგასამართ სადგურებს, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ, მოუწიოთ ახალი ნებართვის მიღება იმისათვის, აკმაყოფილებენ თუ არა მაღალი რისკის პირობებს.