LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა

19

დედაქალაქში ბუნებრივ გაზზე მომუშავე მუნიციპალური ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

როგორც ”ავტორადიოს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

პირველ ეტაპზე 200 ახალ ავტობუსის შეძენა იგეგმება, რომლებიც ზაფხულისთვის უნდა შემოიყვანონ.

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელმაც კვლევა ჩაატარა და დასკვნა წარადგინა, სადაც რეკომენდაციას უწევს CNG ტექნოლოგიაზე (კომპენსირებული ბუნებრივი გაზი) მომუშავე ავტობუსების შემოყვანას.

რა თანხა დაუჯდება დედაქალაქს ახალი ავტობუსების შეძენა, მერიაში ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ 2016 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში ამ პროექტისთვის თანხა გათვალიწინებულია.

ტენდერი ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას 2015 წლის დეკემბერში უნდა გამოეცხადებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები