LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისთვის 220 ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

63

ახალი, 8-მეტრიანი, 220 ერთეული ავტობუსის შესაძენად თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. კახა კალაძის ინფორმაციით, მომავალ წელს თბილისის ავტოპარკს შეემატება 150 გაზზე მომუშავე და 90 ელექტრო ავტობუსი.

„90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან დაიწყება ეტაპობრივად მათი შემოყვანა. ეს არის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6 სტანდარტის MAN-ის ავტობუსები. ჩვენ გასულ კვირას ახალი ტენდერი 220 ერთეულ ავტობუსზე გამოვაცხადეთ, რომელიც იქნება 8-მეტრიანი. მომავალი წლიდან მათი შემოყვანა დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება დაგვეცოდინება ვინ არის გამარჯვებული კომპანია. ასევე, მომავალ წელს ვაპირებთ 150 ერთეული გაზზე მომუშავე ავტობუსის შემოყვანას, 90 ერთეული კი ელექტრო იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები