“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ “ოცნება” კახა კალაძის გამოსვლებისას უკეთეს ტაშს აორგანიზებდა, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილის.
ამის შესახებ ფოფხაძემ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“მე მახსოვს ის პერიოდი, როცა დავალებები მოდიოდა რაიონულ ორგანიზაციაზე, რომ დაალაიქეთ კახი კალაძე და არ გვინდა, ვთქვათ, ივანიშვილი, სურათები დაალაიქეთ კახი კალაძის.
მახსოვს ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა რომ ჩაატარეს, იქ იყო მუშაობა იმაზე, რომ კვირიკაშვილი რომ გამოვიდოდა სიტყვით, უფრო კარგი ტაში უნდა ყოფილიყო კალაძეზე.
გიორგი [კვირიკაშვილი] ამას ვერ აღიქვამდა… აი კახის რაში სჭირდებოდა ამას ვერ ვიგებ. ამას აორგანიზებდნენ, რომ უფრო მაგარი ტაში ყოფილიყო” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.