LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Geely 2026 წელს ხუთ ახალ ჰიბრიდულ მოდელს გამოუშვებს

116
845x845

Geely-ის კონცერნი 2026 წელს ჩინეთის ბაზარზე ოთხიდან ხუთამდე ახალ მოდელს წარადგენს, რომლებიც ჰიბრიდული (HEV) ძალოვანი სისტემებით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ გამოცემა „ჩინური ავტომობილები“ კონცერნის ერთ-ერთი კონფერენციის მასალებზე დაყრდნობით წერს.

Geely-ის ოფიციალურ თიზერზე, რომელიც ახალ მოდელებს ანონსებს, გადასაფარებლების ქვეშ დამალული ოთხი ავტომობილია გამოსახული. სურათის მიხედვით, ეს ორი კროსოვერი და ორი სედანია. გამოცემა აზუსტებს, რომ Preface-ის ბენზო ელექტრონული ვერსია სახელწოდებით i-HEV უკვე სერტიფიცირებულია ჩინეთის ბაზრისთვის, თუმცა ტექნიკური მახასიათებლებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 1.5-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრეა ცნობილი – 112 ცხენის ძალა. ელექტროძრავის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

სხვა ჰიბრიდულ სიახლეებს შორის შესაძლოა აღმოჩნდეს უკვე გაყიდვაში არსებული მოდელების ვერსიები. პოტენციურ კანდიდატებად სახელდება Monjaro, Emgrand სედანი და Atlas კროსოვერი.

HEV ტიპის ჰიბრიდული სისტემები, როგორც წესი, შედგება შიდა წვის ძრავისგან, ტრანსმისიაში ინტეგრირებული ელექტროძრავისა და კომპაქტური აკუმულატორისგან, რომელსაც გარე ელექტროქსელიდან დამუხტვის შესაძლებლობა არ აქვს. Geely-ში აცხადებენ, რომ ელექტრული კომპონენტის გამოყენება ამ ავტომობილების საწვავის საშუალო ხარჯს 100 კილომეტრზე 3 ლიტრამდე შეამცირებს.

ამასთან, Geely-მ საკუთარი განვითარების სტრატეგიაც წარადგინა 2030 წლამდე პერიოდისთვის. კონცერნის მიზანია, ათწლეულის ბოლოს ჯგუფის წლიურმა გაყიდვებმა 6.5 მილიონ ავტომობილს მიაღწიოს, საიდანაც 75% ელექტრომობილი ან ჰიბრიდი იქნება. საერთო მოცულობის დაახლოებით მესამედის რეალიზაციას კომპანია უცხოურ ბაზრებზე გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები