LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგუჩაძემ თავისი სადებიუტო მატჩისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია

54

23 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სან მარინოს 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თავისი სადებიუტო მატჩისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია და სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” შეკრებს. ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან გერმანიაში მოთამაშე ლეგიონერები – “ფრაიბურგის” ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი და “ვერდერის” შემტევი გიორგი პაპუნაშვილი.

ნაკრების მზადებაზე სასაუბროდ მატჩისწინა პრესკონფერენციას მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე 22 მარტს გამართავს.

მეკარეები – ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), ტარიელ ხაინდრავა (რუსთავი);

მცველები – თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), ლევან გეგეჭკორი (შუქურა), გიორგი თევზაძე (დინამო თბილისი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია);

ნახევარმცველები – თეიმურაზ მარკოზაშვილი (სამტრედია), ლუკა ზარანდია (გენკი, ბელგია), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ავთო ენდელაძე (სამტრედია), პაპუნა ფონიავა (დინამო ბათუმი), ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი);

თავდამსხმელები – ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი), ლევან შენგელია (ტუბიცე, ბელგია), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ბაჩანა არაბული (დინამო თბილისი).

სან მარინოსთან შეხვედრის შემდეგ გუნდი მზადებას უკრაინასთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის გააგრძელებს. 28 მარტს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები უკრაინელ თანატოლებს ზესტაფონში უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები