LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors-მა უპილოტო ტაქსიზე მუშაობა შეწყვიტა

144
General Motors-მა უპილოტო ტაქსიზე მუშაობა შეწყვიტა

General Motors-მა უპილოტო Origin-ზე მუშაობა შეწყვიტა. კომპანიამ ავტონომიური ტაქსის გამოშვება გაურკვეველი დროით გადადი, ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ თავისი დანაყოფი Cruise-ის გარშემო შექმნილ სიტუაციას არ მოაგვარებს. გასულ წელს კომპანიამ სან-ფრანცისკოში მომხდარი სკანდალური ავარიის გამო შეაჩერა მუშაობა. თუმცა, GM-მა უპილოტოებზე საბოლოო უარი მაინც არ თქვა: ტექნოლოგიებს Chevrolet Bolt-ზე გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ ამჟამად არც ეს მოდელი არ იწარმოება.

როგორც General Motors-ის ბოსმა აქციონერებს უთხრა, ფოკუსის ცვლილება კონცერნს ხარჯების შემცირებაში დაეხმარება და არსებულ გაუგებრობებსაც მოაგვარებს.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში Cruise-ის მიმართ საქმე აღიძრა და ეს ფაქტი სან-ფრანცისკოში მომხდარ ავარიას უკავშირდებოდა. ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაზიანდა. ქვეითს მეორე მძღოლი დაეჯახა, უპილოტომ კი ადამიანი ვერ ამოიცნო და წაქცეულს გადაუარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები