LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალ სოსო ქუთათელაძის ძმისშვილი გარდაცვლილი იპოვეს

117

გენერალ სოსო ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე ქვემო ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ფორტუნასთან” საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ მომხდარი ფაქტი შესაძლოა ნარკოტიკებს უკავშირდებოდეს. თუმცა, ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები