LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენგეგმასთან დაკავშირებით თბილისის მერიას ვეთანხმებით – “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი

79

სხვადასხვა მიზეზის გამო ვეთანხმებით თბილისის მერიას – მერიას უნდა დასაბუთება კიდევ უფრო მკაფიო იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელებს ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, – ამის შესახებ “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით “სითი ინსტიტუტს” თავისი ვალდებულებების დასრულებისთვის დრო კიდევ ექნება.

მამუკა სალუქვაძის განმარტებით, არც “სითი ინსტიტუტს” და არც თბილისის მერიას არ სურს გენგეგმა თაროზე შემოიდოს.

“პრინციპული დოკუმენტი, რომელიც შევთავაზეთ, მერიისთვისაც არის მისაღები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დასაბუთებები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მერია ამა თუ იმ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კერძო საკუთრებებს. სამწუხაროდ, ქალაქის განვითარების ისტორია ვიცით – ძალიან ბევრი ნაკვეთია აბსოლუტურად შეუსაბამო ტერიტორიაზე გაცემული. სწორედ ამაზე უფრო დეტალურად იქნება საუბარი, რომ შევჯერდეთ მერიასთან და შემდეგ ეს გენგეგმა თაროზე შემოსადები კი არა, რეალურად განხორციელებადი იყოს”, – განაცადა მამუკა სალუქვაძემ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „სითი ინსტიტუტს“ მიეცეს დრო თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის დადებაში.

magti 5g