LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენო პეტრიაშვილი: არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს, ვპატიობთ ამ ყველაფერს

191
გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიურმა ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი, გენო პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მისი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ყოფნის შესახებ, ოჯახის წევრები „ნეგატიურ და არასასიამოვნო სმს-ებს იღებენ“.

მისივე თქმით, ბულინგი გულთან ახლოს არ მიაქვს და პატიობს.

„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაინც თანაქალაქელები ვართ, მეგობრები ვართ და ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, არ არის ლამაზი, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g