LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენო პეტრიაშვილმა “ოქროს დიდ პრიზზე” ოქროს მედალი მოიპოვა: კიდევ სამი მედალი გვაქვს

25

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში დაწყებულ ჰეიდარ ალიევის სახელობის “ოქროს დიდ პრიზზე” თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მძიმე წონაში გამარჯვებული გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, მანამდე კი ვერცხლის მედალი ავთანდილ კენჭაძემ (74) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი რევაზიშვილი (61) და დავით მარსაგიშვილი (86) გახდნენ.

საქართველოს 7-კაციანი გუნდიდან ბაქოში წარუმატებლად ოთარ გოგავამ (57), დიმიტრი ბასილაშვილმა (70) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) იასპარეზეს.

აღსანიშნავია, რომ 75 კგ-ში ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თბილისელი ფალავანი გიორგი ედიშერაშვილი (57) გახდა.

ბაქოს “დიდ პრიზზე” ჩემპიონი ჯილდოდ 5 000 დოლარს იღებს, მომდევნო ადგილებზე გასულებს კი, შესაბამისად, 3 000 და 1 000 დოლარი ერგებათ. 25 ნოემბერს ქალთა შეჯიბრი ჩატარდება, 26-ში კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

 

FS 57kg Quarterfinal:  Ulukbek ZHOLDOSHBEKOV (KGZ) df. Otari GOGAVA (GEO), 9-3, (PHOTO: Gabor MARTIN)
ოთარ გოგავა ულუკბეკ ჟოლდოშბეკოვის წინააღმდეგ (57 კგ). ანგარიში 9:3.

 

FS 86kg BRONZE:  Dato MARSAGISHVILI (GEO) df. Ahmet BILICI (TUR) by TF, 11-0, (PHOTO: Gabor MARTIN)
დათო მარსაგიშვილი თურქი აჰმეტ ბილიჩის წინააღმდეგ (86 კგ). ანგარიში 11:0.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები