რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინიდან იძულებით გაყვანილი მოქალაქეების შესახებ საერთაშორისო ექსპერტები ანგარიშს აქვეყნებენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების იძულებით გადაყვანა გენოციდია.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ “სამხედრო ოპერაციის” დაწყების შემდეგ, რუსეთში 1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 180 000-ზე მეტი ბავშვი გადაასახლეს.
ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ ლტოლვილებისა და ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ძალის გამოყენებით ან მუქარით გადაიყვანეს.
უკრაინული მხარე ასევე ხაზს უსვამს კრემლის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შედის რუსეთის კანონმდებლობაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან ბავშვების დაჩქარებული წესით შვილად აყვანის მიზნით.
ახალი რეგულაციების მიხედვით, უკრაინიდან რუსეთში გადაყვანილ ბავშვებს ასევე რუსული ენის შესწავლა მოუწევთ.
“რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის კონვენციის დარღვევისა და პრევენციის დამოუკიდებელი სამართლებრივი ანალიზი” არის პირველი მოხსენება, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხს ეხება – არის თუ არა ეს ომი გენოციდის შემცველი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ექსპერტების დასკვნით, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობას გენოციდის კონვენციის II და III მუხლის მუხლის დარღვევისთვის.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში