LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენტმა ოქრო იპოვა: ჩაკვეტაძის გოლი გამოკითხვაში ლიდერობს

43

ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში „გენტმა“ საშინაო მატჩში „ლოკერენი“ 3:0 დაამარცხა და ევროპის ლიგაზე გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.

18 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტის“ ფორმით პირველად გაიტანა. მან მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა: 42-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, მასპინძელთა პირველ გოლში დიდი როლი ითამაშა, 86-ე წუთზე კი მეტოქის კარი აიღო.

ქართველი ტალანტის სადებიუტო გოლს და მშვენიერ თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„გიორგი ძალიან ნიჭიერია. ბურთით ძალიან ძლიერია. მან კიდევ ბევრი უნდა მოუმატოს და საამისოდ დიდი რესურსიც გააჩნია. თუმცა, „ლოკერენთან“ საუკეთესოდ ითამაშა“, – ამბობს „გენტის“ მთავარი მწვრთნელი ივ ვანდერჰაგე.

„გიორგი ჩაკვეტაძით შარშან ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნი“, „ტოტენჰემი“, „ბორნმუთი“ და დონეცკის „შახტარი“ დაინტერესდნენ. „გენტმა“ თვითნაბადი ოქრო იპოვა“, – წერს პოპულარული გამოცემა voetbalnieuws.be.

პოპულარულმა ბელგიურმა ვებგვერდმა sporza.be-მ მისი გოლი ტურის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე წარადგინა.

საინტერესოა, რომ ბოლო მონაცემებით, გიორგის მხარი 1645 გულშემატკივარმა დაუჭირა და გამოკითხვაში დიდი უპირატესობით, 61,82%-ით ლიდერობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები